Friday, June 12, 2009

Msoflios 7 saocreba


დიდ პირამიდას არავითარი სარგებლობა არ მოჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომიგიც განსაცვიფრებელი ქმნილებაა საინჟინრო ხელოვნებისა. მართალია, ამას ვერ სწვდებოდნენ დიოდორე, პლინიუსი, სტრაბონი და ჰეროდოტე, მაგრამ მათ მოწონებას იმსახურებდა მისი გრანდიოზულობა, მასიური კონცენტრაცია ადამიანური შრომისა, რომელმაც იგი ააგო. ისინი სწორად ხვდებოდნენ მის დანიშნულებას და ძირითადად მისი კონსტრუქციის მეთოდს; ჰეროდოტეს მონათხრობი, 23 საუკუნის წინანდელი, ძირითადად ემთხვევა თანამედროვე არქეოლოგიურ მონაცემებს, მცირე დეტალების გამოკლებით. მაგრამ ვიდრე ევროპელი მეცნიერები არ დაიწყებდნენ XIX საუკუნეში პირველ მეცნიერულ გამოკვლევებს პირამიდებისას, ეგვიპტის მიღწევათა მთელი სიდიადე ჯერ არ იყო გამოვლენილი. ავიღოთ ჯერ მისი ზომები: სივრცე, რომელიც მას უჭირავს, დაიტევს ერთად წმინდა პეტრეს ტაძარს რომისას, უესტმინისტერის სააბატოს, ფლორენციისა და მილანის ტაძრებს. ერთმა ავტორიტეტმა გამოითვალა: მისი მასალა რომ დაეწყოთ თითო ფუტის სიგრძე კუბებად ერთმანეთის მიყოლებით, იგი უდრის 2/3-ს დედამიწის გარშემოწერილობისას. ნაპოლეონმა, რომელმაც შეისწავლა ძეგლი და აცოცდა კიდეც მის მწვერვალზე, გამოუცხადა თავის გენერლებს, რომ მისი გამოთვლით დიდი პირამიდა შეიცავს საკმარისს ქვებს, რათა შემოევლოთ 10 ფუტი სიმაღლე და ერთი ფუტი სისქე გალავანი მთელი საფრანგეთისათვის! გამოჩენილი ფრანგი მათემატიკოსი, რომელიც ახლდა იმპერატორს მის ეგვიპტურ ექსპედიციაში, როგორც ამბობენ, ადასტურებს ამ გამოთვლებს

2 comments: