Friday, June 12, 2009

ალექსანდრიის შუქურა







როდესაც ალექსადრე დიდმა ფეხი დადგა ეგვიპტის მიწაზე. თავისი მომავალი დედაქალაქის ადგილად მან აირჩია მეთევზეთა მცირე დასახლება რაკოთისი ნილოსის დასავლეთ ტოტზე. აქ იყო დაბალი, ქვიშიანი ნაპირი და მცირე კუნძული, სადაც ალექსანდრემ თუ მისმა მრჩეველებმა დაინახეს პორტის აგების შესაძლებლობა. მის უკან მდებარეობდა მოერისისეული ტბა, რომელიც ერთვოდა ნილოსს და წყლით ამარაგებდა პორტს მდინარესთან და ძღვასთან ერთად. ნავსადგურებს არ უწევდათ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთის მოქცევა, რომელმაც შლამით აავსო სხვა პორტები. ეს იცოდნენ რა თქმა უნდა ბერძნებმა, რომლებიც დასახლებული იყვნენ მრავალი ასეული წლის წინ აქ. მათი ქალაქი ნავკრატისი არც ისე შორს იყო. ალექსანდრე დიდს, როგორც ელინური კულტურის თავკაცს, სურდა ისეთი ადგილი, სადაც მისი დედაქალაქი თავისუფლად განვითარდებოდა, ეგვიპტური ნაგებობებისა და ადგილობრივი ტრადიციების მხრივ ხელის შეშლის გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აღმოცენდა უმდიდრესი ქალაქი და უდიდესი კულტურული და კომერციული ცენტრი ბერძნული სამყაროსი; პტოლემეთა დედაქალაქი, ანტონიუსის და კლეოპატრას მიჯნურობის არენა, ასეთი ელეგანტობის, მშვენიერების და ბრწყინვალების საუფლო, როგორიც ეგვიპტეს არ მოსწრებია იმპერიული თებეს შემდეგ. ეს იყო ალექსანდრია. თავად ალექსანდრე ვერ მოესწრო ქალაქს, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ მისმა გენერალთაგანმა დიპყრო ეგვიპტე, როგორც თავისი კუთვნილი ნაწილი აწ დაშლილი იმპერიისა, დააფუძვნა დინასტია და მის სატახტო ქალაქად აქცია ალექსადრია. არქიტექტორმა დინიკრატემ დაგეგმა ქალაქი, რომელიც შედგებოდა წვრილ-წვრილი ქუჩების ქსელისგან და დიდი ცენტრალურსვეტებიანი მოედნისაგან, რომლის სიგანეც იყო 100 ფუტი. აღმოსავლეთ მას ჰქონდა მზის კარიბჭე, ხოლო დასავლეთით მთვარის კარიბჭე. შუქურის მცირე კუნძული დაუკავშირდა ხმელეთს ჯებირით, ხოლო ერთ დროს ჭაობიან სანაპირო ზოლზე მძლავრი შენობები აღმოცენდა. აქ იყო მუზეუმები, გარეგნულად ვითომდაც მუზების ტაძარი, სინამდვილეში კი უნივერსიტეტი, სადაც თავმოყრილნი იყვნენ მეცნიერები ბერძნული სამყაროს მრავალი კუთხიდან, რომელთაც სახელმწიფო უხდიდა ჯამაგირს, რაც აძლევდა მათ არა მხოლოდ სწავლების, არამედ მეცნიერული კვლევის შესაძლებლობას. მუზეუმის კუთვნილი ბიბლიოთეკა ცნობილი იყო მსოფლიოში უდიდესი და რომაული პერიოდისთვის იქ დაგროვდა ათასობით "გრაგნილი". აქ იყო მეფეთა სასახლე, ალექსანდრიის აკლდამა, ზოოლოგიური ბაღები, ცეზარიუმი, რომელიც წამოიწყო კლეოპატრამ, ვითარცა ტაძარი, ანტონიუსისადმი მიძღვნილი და რომელიც შემდეგ დაასრულდა ავგუსტუსის პატივსაცემად.თუ გავიკვლევდით გზას მესამე საუკუნის ალექსანდრიაში, დავინახავდით სანაპიროს გასწვრივ ლურჯ წყალზე მოტორტმანე წითელაფრიან, ქიმმოკაკვულ გემებს; პატარ-პატარა ნავებს, აქეთ-იქით რომ სერავდნენ ზღვას; ჯებირის ხაზს, რომელიც აერთებდა კუნძულს ხმელეთთან და კუნძუნლზე კი უღრუბლო ცაში ატყორცნილ ოთხასფუტიან (სიმაღლე უნდა ყოფილიყო 400 ან 600 ფუტი) მარმარილოს კოშკისდარ ნაგებობას, ბაბილონური ციგურატის მსგავსად საფეხურიანს. ქვედა იარუსები ოთხკუთხაა, ხოლო უმწვერვალესნი წრიულნი არიან, ყოველი მათგანის ძგიდეზე აივნები ჰქონდათ, მდიდრულად მოხატულ მოჩუქურთმებული. მწვერვალზე მარჯვენა მხარეს უშველებელი მაყალი იდგა რომელშიც გამუდმებულად ენთო ცეცხლი. ეს იყო ყველა შუქურის პროტოტიპი. ზოგიერთ ევროპულ ენაში ეს სიტყვა დღესაც "შუქურას" ნიშნავს: მაგ. ფრანგულად პჰარე, ესპანურად კი ფარო.თუ გავივლიდით ჯებირს და უფრო ახლოდან შევხედავდით, ჩვენს წინაშე ცათამბჯენივით აღიმართებოდა შენობა. მის თეთრ ზედაპირზე უამრავი სარკმელია, ვინაიდან ეს მხოლოდ შუქურის კოშკი არ იყო, არამედ ციხესიმაგრეც, მასში სამასზე მეტი ოთახი იქნებოდა. მასში გამოყენებული იყო განსაცვიფრებელი ხელოვნება, აღსანიშნავია ძირითადად შუქურისათვის საწვავის მიწოდება ყოველი ზემოაღნიშნული გადმოცემის თანახმად დაპროექტეულია კნიდოსელი სოსტრატეს მიერ. საძირკველის დონიდან დაწყებული ფართო სპირალური დერეფნები მიემართებოდნენ აღმა იმგვარი დახრილობით, რომ დატვირთული ცხენები და თვით ფორნებიც კი იოლად ახერხებდნენ იოლად ასვლას. ამ გზის თავზე კარიბჭე ყოფილა, იქვე ამწე რომლითაც ეზიდებოდნენ საწვავს მწვერვალის მაყალზე. ცეცხლს იქვე ედგა სარკე "პრიალა ქვისა", რომელიც აძლიერებდა ნათელფენას და რომლის დანახვაც შესაძლებელს ხდიდა მის დანახვას 300 მილის მანძილზე. ფაროსზე არსებობდა მრავალი ლეგენდა. ერთის აზრით თურმე ლინზის მეშვეობით შესაძლებელი ხდებოდა (მზის სხივის მის ფოკუსში მოხვედრის შემდეგ) 100 მილის მანძილზე გემების დაწვა. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოსტრატემ გამოიგონა ახალი ფორმის ლინზა, რომელიც იძლეოდა უფრო ძლიერ შუქს, ვიდრე დღემდე არსებული სხვა ლინზები.არაბთა მალემრწმენობამ და სიხარბემ ბოლო მოუღო ფაროსს. მუსლიმანთა მიერ ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ მათ შეინარჩუნეს შუქურა, რომელიც. რა თქმა უნდა, დიდად ეხმარებოდა მათ ნაოსნობაში. კონსტანტინეპოლის ქრისტიანი იმპერატორი მიხვდა ამას და გადაწყვიტა ხრიკი ეხმარა მის დასანგრევად. მან გააგზავნა დესპანი ალ-ვალიდის კარზე და დაავალა ხალიფის ნდობა დაემსახურებინა. რამდენიმე ხნის შემდეგ ემისარმა დაიწყო ხმის გავრცელება ზღაპრული ამბებისა ფაროსის ძირში დამარხული საუნჯის შესახებ. ოქროს მოყვარულმა არაბებმა დაიწყეს შენობის დანგრევა მაგრამ ხალიფა მიხვდა ხრიკს და შეწყვიტა ნგრევა. სამწუხაროდ დანგრეულის აღდგენა ვეღარ მოახერხეს და ის მეჩეთად გადააკეთეს. ნილოსის დელტაში მომხდარმა მიწისძვრამ საბოლოოდ გაანადგურა ეს შესანიშნავი ნაგებობა, მაგრამ ამბობენ რომ მისი საძირკველის ნარჩენების ნახვა დაწმენდილი ზღვის ფსკერზე შეიძლება

No comments:

Post a Comment