Friday, June 12, 2009


ბაბილონი რომ მოგვენახულებინა მესამე საუკუნეში, ვნახავდით, რომ მისი სიდიადე დაკნინების გზაზე იდგა უკვე. მეხუთე საუკუნეში სპარსეთის მეფე კიროსმა დაიპყრო ბაბილონი და აქედან დაიწყო მისი დაცემა. 1903 წ. ორ ათას წელზე მეტი ხნის შემდეგ, რობერტ კოლდუეიმ ჩაატარა სისტემატური გამოკვლევები და გათხარა ბაბილონის ნანგრევები, რომელიც იმ დროს აგურის ყორღანების გროვას წარმოადგენდა. ნაბუქადნეზარის სასახლის ნარჩენების მახლობლად იგი და მისი შტაბი წააწყდნენ დიდ თაღოვან აკლდამას თუ სარდაფს, რომელიც წარმოადგენდა საძირკველს ისეთი შენობისას, რომელიც ყველა სხვა შენობებისაგან განსხვავდებოდა შემოგარენში მშენებლობის უხვად გამოეყენებინათ ქვა, იქვე აღმოჩნდა გამომწვარი თიხის წარწერებიანი ფირფიტები, სჩანდა, რომ ეს სარდაფი იყო საწყობი სურსათ-სანოვაგისა, სინამდვილეში ერთგვარი მაცივარი. ცენტრალური დერეფნის ორივე მხარეს კოლდუეიმ აღმოაჩინა შვიდი სათავსო, რომელიც ფრიად გავდა ანტიკური მწერლების მიერ აღწერილ თაღოვან პალატებს დაკიდებული ბაღებისა. ერთმა მცირე აღმოჩენამ საბოლოოდ განამტკიცა მისი რწმენა რომ ეს იყო დაკიდული ბაღების ნაგებობა. ამ თაღოვანი სტრუქტურის დასავლეთ კედელთან კოლდიუიმ აღმოაჩინა უცნაური ჭა, რომელის მსგავსი მას არ ენახა არც ბაბილონში არც სხვაგან. ჭას ჰქონდა შემდეგი სახის ფორმა: მას ჰქონდა ურთიერთმიჯრილი სამი ხვრელი. ოთხკუთხა ხვრელი ცენტრში იყო მოთავსებული, ხოლო წაგრძელებული ხვრელები გვერდებზე. სრულიდ სამართლიანი იქნებოდა გვეფიქრა რომ იქ იქნებოდა მექანიკური ჰიდრავლიკური მანქანა რომელიც თანამედროვე ტუმბოს მსგავსად მუშაობდა.

No comments:

Post a Comment