Friday, June 12, 2009


ხეოპსის ძეგლი თავდაპირველადვე შეიცავდა თითქმის ორნახევარ მილიონ ქვის ბლოკს, რომელთა წონაც საშუალოდ ნახევარი ტონა იყო, ზოგი თხუტმეტ ტონასაც იწონიდა. ეს ბლოკები აჰქონდათ პირამიდის პლატოზე მარხილებით, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების გამწე ძალით. პირამიდების მშენებლობის პერიოდში ეგვიპტელებს არ ჰქონდათ ბორბლიანი ან ცხენებშებმული რაიმე ტრანსპორტი. ასე რომ, ბლოკების აზიდვისას არ გამოიყენებოდა არავითარი მექანიკური მოწყობილობანი, გარდა ბერკეტისა და საგორავისა. იმჟამად უბრალო შკივიც კი არ იყო გამოგონებული.
ხელოვნური გორაკები და ყორღანები არსებობდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მაგ. ცეილონის დაგობასები და მექსიკის პირამიდები, მაგრამ ეგვიპტის პირამიდები უნიკალურია თავისი კონსტრუქციის სიზუსტით. სერ ფლინდერს პეტრიმ, რომელმაც პირველმა შეისწავლა მეცნიერულად ეგვიპტის დიდი პირამიდა, აღმოაჩინა, რომ მისი ორიენტაცია იმდენად ზუსტია, რომ მისი მიხედვით შეიძლება გასწორება კომპასის ცდომილებათა. აი დადგენილი ცდომილებანი: ჩრდილოეთ მხარე - 0.2'28'' დასავლეთ-სამხრეთი სამხრეთ მხარე - 0.1'57'' დასავლეთ-სამხრეთი აღმოსავლეთ მხარე - 0.5'30'' ჩრდილო-დასავლეთი დასავლეთ მხარე - 0.2'30'' ჩრდილო-დასავლეთი მაქსიმალური ცდომილებაა, აქედან გამომდინარე, გრადუსის 1/2 ოთხივე კუთხე თითქმის სწორი კუთხეებია, მაქსიმალური გადახრა 90°-დან თითქმის მეოცედი გრადუსია - ეს იმ შენობაში, რომლის ზომაც, მისი ფუძის თითოეულ წახნაგზე, 750 ფუტზე მეტია. დიდი პირამიდა წარმოადგენს ქვის მყარ მასას (შესავალი ტალანებისა და მცირე შინაგანი სენაკების გამოკლებით). შიგთავსი კირქვის გრანდული ბლოკებია, ადგილობრივად დამუშავებული. ეს ის ბლოკებია, დღეს რომ მოსჩანან ლურჯი ცისკენ აღმავალი, ოქროსსაფეხურებიანი კიბის მსგავსად. მაგრამ პირამიდის მშენებლებს ასე როდო დაუტოვებიათ ნაგებობა, ჰეროდოტემ, სტრაბონმა და პლინიუსმაც ასე როდი იხილა პირამიდა. თავდაპირველად იგი დაფარული იყო თეთრი კირქვით, რომელსაც ამუშავებდნენ მოკატამის მთებში, ნილოსის მოპირდაპირე ნაპირზე. არაბმა მძარცველებმა თითქმის მას მთლიანად შემოაცალეს ეს პერანგი, მაგრამ პეტრიმ მაინც იპოვნა რამოდენიმე ფრაგმენტი, შემორჩენილი ფუძეზე. მათი დამუშავების სიფაქიზე განსაცვიფრებელია. პეტრი წერდა:

No comments:

Post a Comment