Friday, June 12, 2009

ბაბილონის დაკიდული ბაღები


ერთ დროს ბაბილონი უდიდესი და უმდიდრესი ქალაქი იყო ანტიკური აღმოსავლეთის. დაახლოებით 2000 წლით ადრე ქრისტეს შობამდე იგი იყო სატახტო ქალაქი ხამურაბისა. დიდი მპყრობლის და სჯულისმდებლის შემდეგ იგი ხელთ იგდეს ასირიელებმა, კვლავ აღორძინდა მცირე მეფეთა; კასიტის დინასტიის წარმომადგენელთა ხელში, ვიდრე მეშვიდე საუკუნეში კვლავ არ დაიწყო მისი ზეობა ისეთი მეფეების ხელში, როგორნიც იყვნენ ნებუქადნეზარი, ნაბონიდუსი და ბელშეზერი, "რომელმაც იხილა კედელზე წერილი".სიტყვა დაკიდული ბაღები არასწორი თარგმანია ბერძნული სიტყვიდან "კრემასტოს" და ლათინური "პენსილისა". რომაული "პენსილები" ეწოდება ტერასებს თუ კარგად დავაკვირდებით მას ეს მნიშვნელობა აქვს. ამას ისიც ამტკიცებს რომ ბაბილონური ბაღები დაკიდული არ იყო არამედ ისინი გაშენებული იყო ტერასებზე. არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ შეიმუშავა მეფემ ეს გეგმა. როდესაც ბაბილონზე ბატონობდნენ ასირიელები, ნებუქადნეზარმა კავშირი შეკრა სიაქსერესთან, მიდიელების მეფესთან. მან იცოდა, რომ იგი ემზადებოდა ნინევიის, ასირიელთა დედაქალაქის, დასალაშქრად. ნინევია დააქციეს, ხოლო ნებუქადნეზარმა შეირთო ასული თავისი მოკავშირისა, მიდიელი მეფის ასული, რომელიც გამოირჩეოდა სიტურფით. ბაბილონში მობრუნებისას ნაბუქედნეზარმა დაინახა, რომ თავისი პატარძალი არ იყო ბედნიერი. მიდიელთა სამეფო, მისი სამშობლო, მთაგორიანი ქვეყანა იყო, ბაბილონი კი მოსაწყენ ვაკეზე მდებარეობდა. ხელმწიფემ დაინახა, რომ მეფის ასული მისტიროდა თავის მშობლიურ მთებს და ამიტომ გადაწყვიტა მისთვის აეგო მთა ბაბილონშივე. მან თავი მოუყარა თავის საუკეთესო არქიტექტორებს, ინჟინრებსა და ხელოსნებს და აუხსნა თავისი გეგმა, რაც ფრიად ძვირი დაუჯდებოდა, მაგრამ ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა თუ დედოფალი ამით შეეგუებოდა თავის ახალ ოჯახს.ამ გეგმით მეფის სასახლის მახლობლად უნდა აშენებულიყო დიდი ტერასებიანი სტრუქტურა, 350 ფუტის სიმაღლისა, სადაც დარგავდნენ ხეებს, ბუჩქებს, დათესდნენ ბალახს და გააშენებდნენ ყვავილნარებს. მესოპოტამიის ეს ნაწილი გვალვიანია, ასე რომ მცენარეულობის მორწყვისათვის საჭირო იქნებოდა წყლის ამოქაჩვა ევფრატიდან. მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილი იყო გეგმისა. ნაგებობის ქვედა ნაწილებში დიდი პალატები იყო ჩაფიქრებული, რომელშიც შუა ზაფხულში სიგრილე იქნებოდა, ვინაიდან მათ ფანჯრებს ფარდების მსგავსად გადაეფარებოდა სარწყავი წყლის ჩქერალები. ამ პალატებში, რომელნიც გადმოსცქეროდნენ მოფუსფუსე ქალაქს, იცხოვრებდნენ დედოფალი და მისი ქმარი, რომელთაც არ შეაწუხებდათ მესოპოტამიური ზაფხულის ხვარტი. ამრიგად, დაკიდული ბაღების მშენებლობი ისტორია სიყვარულის ისტორიაა, თვალსაჩინო მაგალითია თუ რა ზომამდე შეიძლება მისულიყო აღმოსავლელი დესპოტი, რათა ეამებინა თავისი ვნების ობიქტისთვის. ნაბუქადნეზარმა და მისმა არქიტექტორებმა თავი გაართვეს დასახულ გეგმის განხორციელებას, თუმცა შესაძლოა ძალზე ძვირი დაუჯდათ იგი. მაგ. მესოპოტამიაში არ მოიპოვება ქვა. ძველი ბაბილონური ქალაქები აგურით არიან ნაშენნი. ქვა იმდენად იშვიათი რამ იყო, რომ კარისათვის განკუთვნილ ქვის ჩარჩოებს ინახავდნენ, როდესაც ანგრევდნენ ამა თუ იმ სასახლეს ან ტაძარს, რათა ხელახალი მშენებლობისას გამოეყენებინათ ისინი. დაკიდული ბაღების სუპერსტრუქტურისათვის კი ქვა აუცილებელი იყო; ამიტომ ქვას ეზიდებოდნენ უშველებელი მანძილებიდან, რაც ძალზე ძვირი უჯდებოდათ. მეორე ტექნიკური პრობლემა რომელსაც წააწყდებოდნენ მეფის ინჟინრები, იყო პალატების დაცვა მათ სახურავზე გაშენებული ბაღებიდან წყლის გამოჟონვისაგან. მათ დასძლიეს ეს პრობლემა სახურავზე ლაქაშისა ასფალტის დაგებით, ხოლო ზემოდან ტყვიის სქელი ფენების დასხმით. სამწუხაროა რომ აღარ არსებობს აღარც ბაბილონი და აღარც მისი დაკიდული ბაღები. არქეოლოგიური გათხრებისა და სხვადასხვა აღწერებით მსჯელობენ, რომ ბაღი გაშენებული იყო ფართო გადმოწოლილ ტერასებზე, რომელთაც ჰქონდათ საფეხურის ფორმა, დაახლოებით 400 ფუტის სიმაღლეზე. ამ ტერასებს იკავებდა მძიმე თაღები. მათზე დაგებული იყო მიწის სქელი ფენები, რაც საკმარისი იყო არა მხოლოდ ყვავილების, არამედ დიდი, ნაყოფიერი ხეების ზრდისათვისაც. ბაღების ირიგაცია ხდებოდა ჰიდრავლიკური ტუმბოებით, რომელთაც ხელით ამუშავებდნენ, ან შესაძლოა ხარებით, ამის შესახებ არაფერია ცნობილი

No comments:

Post a Comment